CONNECTING LANGUAGE

SYSTEMIC CONSTELLATION WORK

მოქშას შესახებ

Moksha_ 21.jpg

ჩემი საკუთარი აღქმა ამ კონკრეტული სამუშაოს მიმართ, რომელსაც საოჯახო და ასევე სისტემური განლაგება ეწოდება, მდგომარეობს იმაში, რომ გავიგოთ და შევისწავლოთ ჩვენი ცხოვრების გარემოს ძირითადი, არსებითი წესები და შიდა კანონზომიერებები. კიდევ უფრო ღრმა შრეებზე შევიგრძნოთ ოჯახის წევრებთან სიღრმისეული დამაკავშიებელი ენა, უკეთესად გავაცნობიეროთ ურთიერთდამოკიდებულებები ჩვენს გარშემო მყოფ სხვა ადამიანებთან. საოჯახო და სისტემური განლაგების სამუშაო ასევე არის იმ ღირებული და განმკურნებელი საგანძურების მოძიების და მათი  გამოყენების საშუალება, რომლებიც ჩვენი არაცნობიერი და ურთიერთგადახლართული ურთიერთობების დინამიკების მიღმაა დაფარული და გადამალული.

- მოქშა ფეიქარი

მე მიყურადებული ვარ სიღრმისეულს. უეცრად ჩემი წინაპრები ჩემს უკან დგებიან. დადუმდი, მეუბნებიან ისინი. იხილე და მოისმინე. შენ ხარ ათასების ურთიერთსიყვარულის შედეგი.

- ლინდა ჰოგანი

სისტემური განლაგების ქოუჩი

 

მოქშა ფეიქარი არის სერტიფიცირებული სისტემური განლაგების ქოუჩი. თავისი სწავლება მან მიიღო გერმანიის ქალაქ კიოლნის უტას ინსტიტუტიდან, სისტემური განვითარების გერმანული საზოგადოების აღიარებული თერაპევტის და მასწავლებლის - რამატირტჰა დოეჩის მიერ.  

 

მოქშა დაიბადა თბილისში (საქართველო) 1973 წელს. 1995 წლიდან ის ცხოვრობს კიოლნში (გერმანია).

 

ის 1992 წლიდან მოგზაურობდა ინდოეთში, სადაც გარკვეული დრო დაჰყო ასევე ოშოს საერთაშორისო სამედიტაციო რესორტში, რომელიც ქალაქ პუნაში მდებარეობს. რესორტში მოქშა ბევრ სხვადასხვა აქტიურ და პასიურ მედიტაციებს პრაქტიცირებდა, როგორიც არის დინამიური, კუნდალინი, ნადაბრამა, ვიპასანა და ასევე მედიტაციური თერაპიები, როგორიც  არის მისტიური ვარდი, არა-გონება, ახლიდან დაბადება.

 

მას მონაწილეობა აქვს მიღებული ჰიპნოთერაპიის სემინარებში (მადიტა დიკჰუთტან) დიალოგი საკუთარ სხეულ-გონებასთან. და ასევე ნეო რაიხიანულ ბოდივორკში (ქოუჩ ბოდჰი დივიასთან). ეს ტრეინინგი დაარსებულია პროფესორ ალექსანდრე ლოვენის მიერ, რომელიც ვილჰელმ რაიხის მოსწავლე იყო.

მოქშა ატარებს კონსტელაციურ სემინარებს და ასევე ინდივიდუალურ სესიებს ძირითადად დასავლეთ ევროპაში. კერძოთ გერმანიაში, სადაც ასეთი სახის სისტემური განლაგების სამუშაოები ძალზედ პოპულარულია და მათ მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.