ტრეინინგის კონტექსტი

Group of people visiting course of psych

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

ეს ტრეინინგი განკუთვნილია თერაპევტებისთვის, ტრენერებისთვის, კონსულტანტებისთვის და ასევე იმათთვის, ვისაც სურს შინაგანი სიღრმისეული პროცესების ხელის შეწყობა

ვის შეუძლია ასევე ჰქონდეს სარგებელი:

იმას, ვისაც სურს გაიგოს და გადაჭრას ცხოვრებისეული საკითხები, ვინც ხედავს უსარგებლო ჩვევით თვისებებს საკუთარ თავებში და ასევე ოჯახის წევრებშიც, ვინც ეძებს სოლიდურ საფუძველს, ან ახალ მიმართულებებს თავის ცხოვრებებში, ვისაც სურვილი აქვს აღადგინოს ბალანსი და ჰარმონია ოჯახურ სისტემაში.

 

მათ, ვისაც სურთ შეიცნონ სულიერი, მენტალური და ფიზიკური სიმპტომები და დაავადებები. მათ, ვისი წარმომავლობის ქვეყნებსაც კოლონიზაციის, მონობის, ეთნიკური კონფლიქტების და ომების ისტორია აქვთ. ასევე მათ, ვისაც ოჯახური ემიგრაციის ან განდევნილობის ისტორია აქვთ.

რას შეისწავლით:

მონაწილეები სწავლობენ, თუ როგორ უნდა დაინახონ ოჯახური სისტემების დაფარული დინამიკები. ასევე გააცნობიერონ პერსონალიზირებული იდენტიფიკაციები- ვინ იყო, ან ჯერ კიდევ ვინ არის ოჯახური სისტემიდან გამოყოფილი. ვის უნდა სისტემური შეზღუდვებისგან გამოყოფა. თერაპევტის ხელმძღვანელობით სწავლობთ შებოჭილ და განკურნებად მოძრაობებს შორის გარჩევას.

 

მონაწილეები ასევე შეისწავლიან, თუ როგორ დააკვირდნენ განლაგების მოძრაობებს, რომლებიც მიგვითითებენ ყოველი ოჯახის ან სისტემური წევრის შინაგან დინამიკებზე. მეთოდოლოგიურ და მარტივ ჩარევებს ველში გაცნობიერება შემოაქვთ და ეხმარებიან კონკრეტული ბლოკირების გადაჭრას, რომლებიც სისტემაში სიყვარულის და ჰარმონიის დენადობის დამბრკოლებლები არიან.

მუშაობა „მცოდნე ველზე“:

ორიგინალური სისტემები (წარმომავლობითი ოჯახი)

აწმყოს სისტემები (აწმყო ოჯახი)

ვინ განეკუთვნება სისტემას

„მცოდნე ველის“ აღქმის მეთოდიკა

ცალკეულ სეანსებზე მუშაობა:

 

ნიადაგის ღუზის მეთოდი

მუშაობა კონსტელაციის ფიგურებით

თემატური მუშაობა

 

თემატური მუშაობა მიმართულია:

 

დაავადებებზე, ავადმყოფობის სიმპტომებზე,

სხეულის ორგანოებზე, შიშებზე, ფობიებზე და ასევე ჩვევით დამოკიდებულებებზე


სულის მოძრაობები:

მოძრაობის დაშვება „მცოდნე ველში“.

„პრობლემის გადაჭრის“ ცნება, განვითარება.

ძირითადი სისტემური წესები და კანონზომიერებები.

განკუთვნადობის მოთხოვნილება.

აღებ მიცემობის ბალანსი.

სინდისის ტიპაჟები: პიროვნული, კოლექტიური და უნივერსალური.

მსხვერპლსა და დამნაშავის შორის არსებული დინამიკა

მკურნავი წინადადებები.

დედის მიმართ შეფერხებული მოძრაობა.

მედიტაციები:

აქტიური და პასიური მედიტაციები, ცეკვა, ჩუმად ჯდომა, შინაგანი პროცესების აღქმა

სხვა სისტემური სტრუქტურები:

 

ორგანიზაციები, კომპანიები და გუნდები,

მმართველობა, ურთიერთობა თანამშრომლებთან.

ფული, მოგება, წარმატება, მემკვიდრეობა და ასე შემდეგ...

„საოჯახო განლაგების სახით ბერტ ჰელინგერმა რაღაც ახლის მსგავს, ან თუნდაც ასე ვთქვათ „ძველ“ ეგზისტენციურ ენას მიაგნო. ამ ენაში და ამ ენის საშუალებით ჩვენ ვაძლევთ ცხოვრებას ნებას, რომ იგი ჩვენ ღრმა და ზოგჯერ გამაოგნებელი პირდაპირობით გველაპარაკოს. ჩვენ უბრალოდ გვმართებს, რომ მზად ვიყოთ და ყური დავუგდოთ მას, ან ჯობს: მას ჩვენი მანიპულირებადი „სათვალეების“ გარეშე შევხედოთ. ამ მზაობის აუცილებელი პირობა კი გახსნილი გული და ის გონებაა, რომელიც არ განსჯის.“

 

რამატირტჰა დოეჩი - ექიმი, გეშტალტ თერაპიის, ენქაუნთერის, ბიოენერგეტიკის, სუნთქვითი თერაპიების და პრაიმალური მეთოდოლოგიის სპეციალისტი