CONNECTING LANGUAGE

SYSTEMIC CONSTELLATION WORK

სისტემური განლაგების მეთოდიკა

როდესაც ოჯახი თავის ბუნებრივ წესრიგს უბრუნდება, მაშინ ინდივიდს შეუძლია დატოვოს ის მის უკან, ამავდროულად გრძნობდეს თავისი ოჯახის ძალას და მხარდაჭერას. როდესაც მისი კავშირი ოჯახთან აღიარებული, პიროვნების პასუხისმგებლობა ნათლად დანახული და ასევე განაწილებულია, მხოლოდ მაშინ შეუძლია ინდივიდს თავი იგრძნოს განტვირთულად. შევიდეს თავის პირად ურთიერთიბებში წარსულიდან გამომდინარე ყოველგვარი შეზღუდულობის და დაბრკოლების გარეშე.

ბერტ ჰელინგერი

საოჯახო ან სისტემური განლაგების მეთოდოკა

შექმნილი იქნა 1990 წელს ფსიქოლოგ, ფილოსოფოს და ავტორის, ბერტ ჰელინგერის მიერ, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა და კურნავდა ოჯახებს. ის აკვირვებოდა, რომ ბევრი ჩვენთაგანი, როგორც ოჯახის მიკუთვნულობის გზას, არაცნობიერად ჩვენს თავზე ვიღებთ დამანგრეველ ოჯახურ თვისებებს, როგორიც არის შიში, დანაშაულის შეგრძნება, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ასევე სხვადასხვა დაავადებებსაც კი.

 

განლაგების მეთოდი ახლა ბევრ სხვადასხვა ჰუმანურ სამუშაოს დარგში პოულობს გამოიყენებას. მაგალითად, თერაპევტულ ინსტიტუციებში და ფსიქოლოგიურ კლინიკებში. თუმცა ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე თერაპევტული მეთოდი, რომელიც შეიძლება უბრალოდ ჩაინიშნოს და ზოგადი წესებით და მომხმარებლის ინსტრუქციებით გადაიცეს.

 

წარსულში კათოლიკი მღვდელი ჰელინგერი წავიდა სამხრეთ აფრიკაში როგორც მისიონერი და ეწვია ზულუს ხალხს 1950-60 იან წლებში. 16 წლის განმავლობაში, რომელიც მან დაყო მათთან, მან შეისწავლა მათი ენა და აკვირდებოდა მათ ადგილობრივ განმკურნებელ ტრადიციებს, იგი ასევე ხვდებოდა შთამომავლობითი თვისებების და მათი ტრანსგენერაციული ტრავმის შედეგების მნიშვნელობას ინდივიდის ცხოვრებაში. მღვდლობის დატოვების შემდეგ 1960 იან წლებში, ჰელინგერმა სიღრმისეულად შეისწავლა თანამედროვე ფსიქოლოგია.

მის სამუშაოზე გავლენა იქონია ასევე:

 

- ალფრედ ადლერი, რომელმაც თეორიულად მიუთითა, რომ ინდივიდი და ოჯახის  სისტემაში მისი ურთიერთობა ერთმანეთთან კავშირშია;

 

ჯოზეფ მორნო, ფსიქოდრამის დამფუძნებელი;

 

ვან ბოზორმონილ-ნაჯი, ტრანსგენერაციული სისტემური აზროვნების პიონერი;

 

მილტონ ერიკსონი, ჰიპნოთერაპიის პიონერი.

 

ერიკ ბერნე, რომელმაც ცხოვრების სცენარების კონცეფცია შეადგინა;

 

ვირჯინიის სარტრი, ოჯახური ქანდაკებების შემქმნელი- საოჯახო კონსტელაციის წინამორბედი;

ეს სამუშაო უნიკალურად აშუქებს დამანგრეველ ოჯახურ დინამიკებს, რომლებიც შესაძლოა ზედაპირის ქვეშ არის მოქცეული. კონსტელაციას როგორც წესი, ახორციელებს ადამიანთა ჯგუფი, სადაც ჯგუფის წევრები ოჯახის წევრების სანაცვლოდ მონაწილეობენ. ზოგჯერ სხვა ცნებებსაც ან პიროვნების ნაწილებსაც წარმოადგენენ, როგორიცაა გული, სხეული და გონება. ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება აღდგეს მოვლენათა წესრიგი და სიყვარულს ექნება შესაძლებლობა შეუზღუდავად მიედინებოდეს სისტემაში.

 

ეს მეთოდი სხვაგვარადაც მუშაობს ინდივიდუალური სესიების დროს, სადაც პატარა ფიგურები შეიძლება ოჯახის წევრების წარმოსადგენად იყოს გამოყენებული, ან სადაც უბრალოდ ოჯახის წევრები გონებაში შეიძლება იყვნენ წარმოსახულნი. ან ასევე  ზოგჯერ მარტივი და განმმარტებელი წინადადებების გამოყენების საშუალებით შეიძლება შებოჭილობების გამოხსნა. ყველას შეუძლია მოიპოვოს თავისი ადგილი და ამითი ახალი წესრიგი წარმოისახება: სიყვარულის წესრიგი. ეს წარმოსახული სურათი ახდენს შინაგან განმკურნებელ ეფექტს.

ჩვენი ოჯახის სისტემას რომ ვეკუთვნოდეთ, ამისთვის უნდა ვიცავდეთ სისტემის წესებს იმ სინდისით, რომლითაც ოჯახი ერთიანობას ინარჩუნებს. ეს არ არის დაკავშირებული არც მართალთან და არც არასწორთან. ამის მაგალითად რომ ვთქვათ ოჯახში, სადაც დანაშაულის ჩადენა მიღებულია, ჩვენც უნდა ჩავიდინოთ დანაშაული იმისათვის, რომ მას ვეკუთვნოდეთ.

 

პიროვნებას ექნება დანაშაულის განცდა, თუ ის არ დაიცავს თავისი ოჯახის სინდისს. ეს შეგრძნება მიიყვანს მას იმ განცდამდე, რომ ის არ განეკუთვნება. ხშირად სისტემის მიმართ ლოიალურობიდან გამომდინარე, და კერძოდ მისი მშობლების მიმართ, ადამიანები იზღუდავენ თავებს ცხოვრებაში იმ უშედეგო მიზნით, რომ განეკუთვნებოდნენ ოჯახებს.

 

ათასობით ოჯახთან მუშაობით ჰელინგერმა აღმოაჩინა „სიყვარულის წესრიგები“, რომლებიც არსებობენ ოჯახის სისტემის სიღრმეებში და ასევე ადამიანის სულშიც. წინა თაობების მიერ ტრაგიკული გარემოებების გამო ჩადენილი არაცნობიერი ქმედებებით ამ ბუნებრივი წესრიგების დარღვევების და გაუთვალისწინებლობისგან მიღებული შედეგები შემდგომ თაობებზეც ახდენენ გავლენას. 

სიყვარულის წესრიგები პიროვნული სინდისიდან გამომდინარე:

განკუთვნების მოთხოვნილება

 

მიღების და გაცემის შორის გაბალანსების მოთხოვნილება

 

სოციალური კონვენციის უსაფრთხოება და

პროგნოზირებადობა

 

სიყვარულის წესრიგები სისტემური სინდისიდან გამომდინარე:

ყველა ვინც სისტემის წევრია, უფლება აქვს განეკუთვნებოდეს

მათ ვინც პირველები არიან, აქვთ პრიორიტეტი იმათთან, ვინც მათ შემდეგ მოდიან.

მათ ვინც პირველები არიან, აძლევენ იმათ, ვინც მათ შემდეგ მოდიან

სისტემებში მოგვიანებით სისტემებს ენიჭებათ უპირატესობა წინა სისტემებზე

  

თუ წესრიგები არ არის დაცული, სიყვარული იბლოკება ოჯახურ სისტემაში და თავს იჩენენ სხვადასხვა გართულებები. საოჯახო კონსტელაციის მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ღრმა ტკივილებისგან გათავისუფლება იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ტრადიციული ფსიქოთერაპია ახერხებს. მგრამ ეს არ არის ყველაფერი. როდესაც ოჯახის წევრების როლების შემსრულებლები სპონტანურ მოძრაობებს მიჰყვებიან, ამ დროს ხდება არა მხოლოდ გართულებებისგან გათავისუფლება, არამედ ჩვენ აღმოვაჩენთ იმას, თუ რას მივყავართ განკურნებისკენ.

 

ეს განმკურნებელი მოძრაობები ასევე შეიძლება იყოს თერაპევტის ჩარევით და მისი დახმარებითაც, ვისაც სისტემაში შემოყავს გამორიცხული ან დაკარგული ოჯახის წევრი და თავაზობს ახალ, ცნობიერ ქმედებას. საბოლოოდ შეიძლება დანახული იქნას ახალი, უფრო ბუნებრივი და განკურნებადი ბალანსი მთელი სისტემისთვის, სადაც სიყვარულს წევრებს შორის ისევ შეეძლება ახალი და უფრო ცნობიერი გზით დენა.